სასტუმრო "რედისონთან" ორგანიზაციების: "სამართლიანი თაობა" და "აპრიორის" წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას აპროტესტებენ, რომელიც დავით ნარმანიას სასტუმრო "რედისონში" აქვს დაგეგმილი.
აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები - "წლის კორუფცია, "ნეპოტიზმი, უუნარობა, მავნებლობა, ტოლია ნარმანიასი", "ნარმანია წლის უუნარო მერი" და ა.შ.
"ნარმანიას საქმიანობის ერთი წელი იყო მავნებლობის, ნეპოტიზმის, კორუფციის წელი და მას არ აქვს უფლება სიამაყით ელაპარაკოს საზოგადოებას გაწეული სამუშაოების შესახებ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "აპრიორის" თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ.
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.