გინება და გაწევ-გამოწევა სტადიონზე: ქართველმა ქომაგებმა ჩემპიონატის ორი მატჩი ლამის ჩაშალეს

გინება და გაწევ-გამოწევა სტადიონზე: ქართველმა ქომაგებმა ჩემპიონატის ორი მატჩი ლამის ჩაშალეს

6 დეკემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის რამდენიმე მატჩი დაძაბულობის ფონზე წარიმართა. "ცხინვალი"-"საპოვნელას" შეხვედრა გულშემატკივრების დაპირისპირების გამო რამდენიმე წუთით შეჩერდა.

მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გულშემატკივრებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი მოხდა ასევე თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" მატჩის მსვლელობისას. მეორე ტაიმის დროს აღმოსავლეთ ტრიბუნაზე "დინამოსა" და "სიონის" გულშემატივრებს შორის მცირე კამათი მოხდა, რის შემდეგაც "სიონის" ქომაგებმა "დინამოს" შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს, საპასუხოდ "დინამოს" გულშემატკივრები "სიონის" ფანებს მისცვიდნენ და ჩხუბი დაუწყეს, თუმცა სიტუაცია მალევე განეიტრალდა. ინციდენტის აღკვეთაში მონაწილეობა სტადიონის სტიუარდებმა და სამართალდამცველებმა მიიღეს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია