წინასწარი მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა არის საქართველოსთვის ხელსაყრელი - დავით უსუფაშვილი

წინასწარი მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა არის საქართველოსთვის ხელსაყრელი - დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიოში არსებული პრობლემები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე არა თუ უარყოფით გავლენას მოახდენს, არამედ პირიქით - "შეიძლება, რაღაც საკითხში" პროცესი დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომიის დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ის საქართველოსთვის ხელსაყრელია. "ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომავალი კვირის განმავლობაში ველოდებით ევროკომისიის დასკვნას.

წინასწარი მონაცემებით, ეს დასკვნა არის საქართველოსთვის ხელსაყრელი, სასიკეთო, თუმცა მაინც დაველოდოთ ტექსტს. ჩვენ ვიცით ზუსტად განწყობები ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაში და გვჯერა, რომ მიგრაციულ პროცესებსა და ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებული პრობლემები გავლენას არ მოახდენს საქართველოს დაახლოებაზე ევროკავშირთან და პირიქით, შესაძლოა, რაღაც საკითხებში დაჩქარებული იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."