"კოდუამ ჩემს ძმას წამალი ჩაუდო და უთხრა: ახლა შენს ძმას დაურეკე, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოსო" - ინტერპოლის შერჩევითი სამართალი?!

"კოდუამ ჩემს ძმას წამალი ჩაუდო და უთხრა: ახლა შენს ძმას დაურეკე, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოსო" - ინტერპოლის შერჩევითი სამართალი?!

სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება კოდუას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

ოთარ კახიძე, ერეკლე კოდ­უას ადვოკატი: - ყოფილი მაღალჩ­ინოსნების, მათ შორის ერეკლე­ კოდუას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ამის საფუძველზე ინტერპოლმა კეზერაშ­ვილისა და ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის გად­აწყვეტი­ლება მიიღო, სააკაშვილისთვის დევნის გამოცხადებაზე­ კი უარი გამოგზავნა. ახლა მიიღო­ გადაწყვეტილება, რომ კოდუას დევნის საფუძველიც არ არსებობს.­ ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუ­ხლით აკრძალ­ულია ინტერპოლის ინსტრუმენტების გამოყენება პოლიტიკური საფუძვლებით.

- ჩვენი ინფორმაციით, მან უნგრეთს სთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი­ და დღესაც იქ იმყოფება.­ აპირებს ჩამოსვლას?

- თუ დაბრუნდება, დააკავებენ­ და არა მგონია, ციხეში თავისი ფეხით წავიდეს. მისი ადგილსამყოფელი კი საიდუმლოა, ვერ გავამხელ. კოდუა იმყოფება ევროკავ­შირის წევრ სახელმწიფოში, რომელმაც ის პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარა.

სოსო ცისკარიშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი: "პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ ამოიღო ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან არა მარტო კოდუა, არამედ ადეიშვილი, რომელიც "ნაციონალური" ბორ­ოტების მამამთავარია. წინა მოწვევის პარლამენტის­ წევრმა, ბათუმის მაჟორიტარმა და ბიზნესმენმა თემურ ჩარკვიანმა­ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მაგ­რამ არსებ­ობს მისი წერილი, თუ რატომ­ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია