სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთზე, რომელიც ჩვენს სახლებში ლამის უცვლელ ნივთებად არის ქცეული, ვგებულობთ, რომ სინამდვილეში სარგებლობაზე მეტად მავნებლობა მოაქვს და უფრო მეტიც - ჯანმრთელობისთვის არის საშიში. ამჯერად საუბარია ენერგიის დამზოგავ, ე.წ. ეკონათურებზე, რომლებიც თურმე გაცილებით მავნებელია, ვიდრე ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ.
როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, პირველ რიგში ეკონათურები სიმსივნის გამომწვევი ნივთების სიაში მოხვდა. სახიფათოა ნათურებისგან გამომავალი ულტრაიისფერი გამოსხივება. ნიუ-იორკის Stony Brook University-ს მეცნიერთა დასკვნების თანახმად, ეს გამოსხივება მკვეთრად ვნებს ჯანმრთელობას. ნათურა იმ დოზით ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც კანის უჯრედებს აზიანებენ, ეს იწვევს კანის უჯრედების კვდომას, კანის დაბერებას და პერსპექტივაში - მელანომას, სიმსივნის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სახეობას.
იხილეთ გაგრძელება