მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღების პირობით მოქალაქეს 1200 დოლარი გამოსძალეს - დაკავებული თავს შსს-ს თანამშრომლად ასაღებდა

მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღების პირობით მოქალაქეს 1200 დოლარი გამოსძალეს - დაკავებული თავს შსს-ს თანამშრომლად ასაღებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე კახაბერ ტყებუჩავა დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა იცრუა და ერთ-ერთ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად გაეცნო, რის შემდეგაც დაჰპირდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში დაეხმარებოდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულის სანაცვლოდ, კახაბერ ტყებუჩავამ დაზარალებულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ