"ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი განუხრელად იზრდებოდა" - ვალების მომსახურება ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია

"ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი განუხრელად იზრდებოდა" - ვალების მომსახურება ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია

ცნობილია, რომ საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 5.9 მლრდ აშშ დოლარია. 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვალი აშშ დოლარში შემცირებულია, თუმცა ვალუტის კურსის ცვლილების გამო ლარში პირიქით, გაზრდილია. მთავრობის უმსხვილეს მრავალმხრივ კრედიტორთა სამეული ასე გამოიყურება: განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი, ხოლო უმსხვილეს ორმხრივ კრედიტორთა სამეულია: გერმანია, იაპონია და რუსეთი.

როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძე ამბობს, 2010 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ვალი განუხრელად იზრდებოდა:

ავთო სილაგაძე - გასული წლების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ასეთ სურათს დავინახავთ: 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი იყო 10,6 მილიარდი დოლარი. 2011 წლის ბოლოს კი, 11,6 მილიარდი გახდა ანუ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. 2012 წლის ბოლოს ჩვენი ქვეყნის მთლიანი ვალი 13,3 მილიარდი დოლარი გახდა ანუ კიდევ 1,5 მილიარდით მოიმატა. 2013 წელს მთლიანი საგარეო ვალი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა და 13, 255 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2014 წელს, 13,8 მილიარდი დოლარი გახდა ანუ ისევ გაიზარდა. ამჟამად, მთლიანი საგარეო ვალი უკვე 14,1 მილიარდი დოლარია. აქედან დასკვნა: მთლიანი საგარეო ვალი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდებოდა 2010-2102 წლებში, დაახლოებით, ხოლო შემდგომ პერიოდში ასეთ ზრდას ადგილი აღარ ჰქონია. ახლა რაც შეეხება სახელმწიფო ვალს - სახელმწიფო ვალში განიხილება როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკის ვალები.

მთავრობის ვალი 2010-2012 წლებში ასევე სწრაფი ტემპებით იზრდებოდა, შემდგომ პერიოდში კი, მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. დღეის მდგომარეობით ანუ 2015 წლის შუა პერიოდში, მთავრობის ვალი 4,3 მილიარდ დოლარია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის ვალი, რომელიც ახლა 233 მილიონ დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც 2013 წლის ბოლოს 500 მილიონ დოლარს აღწევდა. 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული, ეროვნული ბანკი ვალებს მაქსიმალურად სწრაფად ისტუმრებდა, რითაც ძალიან დააჩქარა ლარის დევალვაციის პროცესი, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა თემაა.

ავთო სილაგაძის თქმით, ჩვენს ქვეყანას ვალის მომსახურება საკმაოდ ძვირი უჯდება და ეს უახლოეს პერიოდშიც გამოჩნდება:

- სულ მალე, მთლიანი საგარეო ვალის მომსახურებისთვის 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გვექნება გასასტუმრებელი. ეს დაუყოვნებლივ გადასახდელი თანხაა, რადგან ქვეყანამ 900 მილიონამდე ძირითადი ვალი უნდა გადაიხადოს, ხოლო პროცენტის სახით 500 მილიონის ფარგლებში უნდა გადავიხადოთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია