თელავში 25 წლის მამაკაცი მოკლეს

თელავში 25 წლის მამაკაცი მოკლეს

თელავში მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 25 წლის ბექა ჯველაური მოკლეს.

გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია