1-ელი იანვრიდან ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

1-ელი იანვრიდან ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

1-ელი იანვრიდან ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის. როგორც სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილმა განმარტა, რეგულაციები სავარაუდოდ, ფქვილზე ფასის მატებას არ გამოიწვევს. "1-ელი იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის დადგენილება 376, რომელიც 2015 წლის 27 ივნისს დამტკიცდა - ეს არის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი.

ის არეგულირებს ქვეყანაში რბილი, ქონდარა ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავების და ბაზარზე განთავსების პირობებს. ანუ განვმარტავ, 1-ელი იანვრიდან შეძენილ ფქვილზე უნდა იყოს ეტიკეტი განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეეძლება იხილოს, რა ფქვილს ყიდულობს, როგორია მისი ხარისხი - არის ექსტრაფქვილი, უმაღლესი ხარისხის, მეორე ხარისხის, პირველი ხარისხის თუ ა.შ. ანუ ყველას თავისი სახელი დაერქმევა.

არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება და წესით, ტექნიკური რეგლამენტის შემოღებამ ფასების გაძვირება არ უნდა გამოიწვიოს - ის, რაც იყო ბაზარზე, ისევე დარჩება, უბრალოდ სწორად და მართებულად იქნება რეგულირებული", - აღნიშნა ლაფერაშვილმა.

რაც შეეხება პურის ტექნიკურ რეგლამენტს, ლაფერაშვილი განმარტავს, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია და მისი ინიციატორი ბიზნესოპერატორებისგან შენიშვნებს იღებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია