გზა, რომელსაც სული, მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ გადის

გზა, რომელსაც სული, მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ გადის

რა გზას გაივლის სული გარდაცვალებიდან მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით.

ის მესამე დღეს საზვერეების გავლას იწყებს, სადაც ხვდებიან და პასუხს სთხოვენ მის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე, ისეთზეც კი, რომელიც ადამიანს სიცოცხლეშიც აღარ ახსოვდა. სულს იმ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს და მის დაცვას ცდილობს. სიცოცხლეში ჩადენილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს საშინელი საზვერეები. თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები და გულით მოინანია ისინი, საზვერეებში ეს ცოდვები აღარ მოეკითხება.

ქრისტიანს ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, რომელიც უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის. ის ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს, მაგრამ არსებობს ბოროტიც, რომელიც ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს.

საზვერეები:

- უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (ამ ყველაფერზე მოსთხოვენ პასუხს, რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს, თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა);

- სიცრუის ცოდვა; - განკითხვისა და ცილისწამების ცოდვა; - ნაყროვანებისა (მარხვის გატეხა, ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა;

- სიზარმაცის ცოდვა;

- ქურდობის ცოდვა;

- სიძუნწისა და ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა;

- ანგარების ცოდვა (მექრთამეობა და მლიქვნელობა);

- ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა;

- შური;

- ამპარტავნება;

- მრისხანება;

- ძვირსხსენების ცოდვა ანუ ავის ლაპარაკი;

- ავაზაკობის ცოდვა;

- ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა;

- სიძვის ცოდვა;

- მრუშობის ცოდვა;

- სოდომის ცოდვა (აქ სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ ლაპარაკიც კი სამარცხვინოა);

- კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა;

- ულმობელობა და ყოველგვარი სისასტიკე.

თუ სული ამ საზვერეეებს გადალახავს, როგორც ქრისტიანული მოძღვრება გვეუბნება, - სასუფეველში მოხვდება.

ლალი ფაცია

მომზადებულია ჟურნალ "კარიბჭის" მიხედვით AMBEBI.GE-სთვის

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია