ჩოგი, ნარჩვი, კალტი... - ეს უცხო სიტყვები არ არის, ეს ქართული ყველია, რომელიც უნდა დააგემოვნოთ!

ჩოგი, ნარჩვი, კალტი... - ეს უცხო სიტყვები არ არის, ეს ქართული ყველია, რომელიც უნდა დააგემოვნოთ!

ნარჩვი, ჩოგი, კალტი... - ეს ჩამონათვალი ბევრს ალბათ უცხო სიტყვები გგონიათ, თუმცა ეს უცხო სიტყვები არ არის, ეს ქართული ყველია, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ! პროექტის #იყიდექართული ფარგლებში, "მედია პალიტრა" ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, "პალიტრა ტვ"-ის გადამღები ჯგუფი "ყველის სახლს" ეწვია. მასპინძლობას უგემრიელეს სამყაროში ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გაგიწევთ.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე 10 წელია ქართული ყველის მოძიებით არის დაკავებული. შებოლილი, ღვინოში, ჭაჭაში ან ციკნის ფაშვში დავარგებული, ქერქიანი, თაფლში გამოყვანილი ყველი, დამბალხაჭო, ყველის ქოთანში მოთავსებული კალტი, ჭრელი ყველი - ნედლი და ხმელი სუნელით - ეს ყველის იმ სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "ყველის სახლში" იყიდება. რაოდენობა და სახეობები სეზონის მიხედვით განისაზღვრება. ამ დროისათვის ყველის 60-ზე მეტი სახეობაა მოძიებული.

მაღაზიაში ნაწარმი საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან არის წარმოდგენილი. პროდუქციის ნაწილი ფერმერებისგან არის შეძენილი, ნაწილი კი თელეთში, უძველესი ტრადიციული რეცეპტების გამოყენებით, საოჯახო მეურნეობებში მზადდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია