კოკა კაციტაძე - რატომ სთხოვდნენ პირს ეღიარებინა არარსებული ტერაქტის განხორციელება, ეს ახალაიამ, კალანდაძემ და სხვებმა უნდა დაასახელონ

კოკა კაციტაძე - რატომ სთხოვდნენ პირს ეღიარებინა არარსებული ტერაქტის განხორციელება, ეს ახალაიამ, კალანდაძემ და სხვებმა უნდა დაასახელონ

თუ რატომ სთხოვდნენ ელბერტ კობერიძეს ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება უცნობია და ეს მოტივები საინტერესო იქნება თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალაიამ და სხვებმა დაასახელონ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუმცა, მათ არანაირი ოპერატიული ცნობა ამის შესახებ არ გააჩნდათ.

"ეს პირი 2012 წლის 28 ივლისს ზუგდიდიდან მოიტაცეს, პირდაპირ წამოიყვანეს თბილისში, სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც შეიკრიბნენ დავით ახალია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა და ერთაერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მას უნდა ეღიარებინა თითქოს ზუგდიდში აპირებდა ტეროტრისტული აქტის მოწყობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით მათ არ გააჩნდათ არანაირი ოპერატიული ცნობა, არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი შედგენილი არ იყო და არც დღევანდელი გამოძიებით არის დადგენილი, რომ ელბერტ კობერიძე რამის ჩადენას აპირებდა", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და არც ერთ პოლიტიკოსთან კობერიძეს შეხება არ ჰქონია და ის იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში.

"თუ რატომ გააკეთეს ეს, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ეს მოტივები საინტერესო იქნება, რომ დაასახელონ თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალიამ და სხვებმა, თუ ისინი გამოცხადდებიან გამოძიებასთან. დადგენილია ის, რომ ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუ რატომ იყო მის მიმართ ასეთი მოთხოვნა უცნობია და დღემდე მისთვისაც პასუხგაუცემელია ეს კითხვები", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, დავით ახალაია არის ძებნაში, გიორგი კალანდაძეს დატოვებული აქვს ქვეყნის ტერიტორია, ამჟამად ძებნილი არ არის და დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება, რომან შამათავა სხვა სისხლის სამართლის საქმზე იხდის სასჯელს და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნობენ ბრალდების დადგენილებას, გიორგი სამუშია არის დაკავებული და მეგის ქარდავა ასევე ძებნაშია.

როგორც კაციტაძე აცხადებს, სამხედრო პოლიციის იმ ოთახში, სადაც კობერიძე აწამეს, აღმოჩენილია სისხლის ლაქები, რომლის დნმ-იც ემთხვევა ელბერტ კობერიძის სისხლის დნმ-ს. კაციტაძის თქმით, კობერიძესთან გაფორმდა საპროცესი შეთანხმება, რის შედეგადაც 2012 წლის 8 ოქტომბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ