“ამ პატარა და საოცარ ქვეყანაში დროის ნებისმიერი მონაკვეთის გატარება სიამოვნებითაა შესაძლებელი", - წერს პოპულარული რუსული ონლაინ ჟურნალი adme.ru საქართველოს შესახებ.
"საქართველოში ყველაფერია. სუბტროპიკებიდან რამდენიმე საათში მთის მწვერვალის თოვლიან ნაწილში მოხვდებით. ზღვის ნაპირის პალმებიდან მოკლე დროში სამთო სათხილამურო კურორტზე აღმოჩნდებით. კოლორიტულ და ამოუცნობ თბილისში მეექვსე საუკუნის ეკლესიები ძველ მყუდრო ქუჩებს ემეზობლება, სადაც ბარები და ღამის კლუბები დაგხვდებათ.საქართველოში ყველა იპოვის მისთვის შესაფერის აქტივობას. მშვიდი დასვენების მოყვარულები ადგილობრივი სამზარეულოთი დატკბებიან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. შეგიძლიათ ვიწრო ქუჩებზე ისეირნოთ და დაუსრულებლად ათვალიეროთ ღირშესანიშნაობები, აქ თითქმის ყოველ კუთხეში ისტორია იქმნებოდა. ცნობილი თბილისის გოგირდის აბანოები კი, რომელსაც თავად პუშკინი სტუმრობდა ხოლმე, ფრენას დაგაწყებინებთ. თუ აქტიურ დასვენებას გადაწყვეტთ, თქვენ გელით რაფტინგი, ალპინიზმი, ჯირითი, ან ლაშქრობა კავკასიურ მთებში”, - წერს ჟურნალი adme.ru და ფოტოგალერეასაც აქვეყნებს.
მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით.