"მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაძლოა, 1000 დოლარითაც გაძვირდეს" - ავტობაზრობაზე ხალხის ნაკადმა იკლო

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაძლოა, 1000 დოლარითაც გაძვირდეს" - ავტობაზრობაზე ხალხის ნაკადმა იკლო

რუსთავის ბაზრობაზე 2016 წლიდან მარჯვენა და მარცხენასაჭიან მანქანებზე ფასის ზრდას ვარაუდობენ. AMBEBI.GE-სთან საუბარში დილერები მარჯვენასაჭიანი მანქანების 25%-ით გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.

თორნიკე შპეტიშვილი, დილერი: ფასები ჯერჯერობით ის არის, რაც იყო, მაგრამ აკრძალვის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 300-400 დოლარით გაიზრდება.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას დილერებმა აღნიშნეს, რომ ისინი უპირატესობას მარჯვენასაჭიან მანქანებს ანიჭებენ და ამის მიზეზი მხოლოდ დაბალი ფასი არ არის. მათი თქმით, იაპონური მანქანები ტექნიკურად ბევრად გამართულია, ვიდრე ევროპიდან ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილი ავტომობილები.

ლექსო ბეგაშილი, დილერი: იაპონური მანქანების ფასი, რა თქმა უნდა, გაიზრდება და იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ახლა. კანონის შემოსვლის შემდეგ ვფიქრობ, შეიძლება 1 000 დოლარითაც გაძვირდეს. არავის უღირს 200 დოლარი მოგების გამო მანქანის ჩამოყვანა.

რუსთავის ავტობაზარზე ხალხის ნაკლებობასაც უჩივიან. მათი თქმით, უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა, რამდენი პროცენტით აიწევს ფასი, რადგან მყიდველი თითქმის აღარ არის, რის მიზეზადაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებენ.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია