ნინო მაჩაიძისა და ნიკოლოზ რაჭველის საშობაო კონცერტი

ნინო მაჩაიძისა და ნიკოლოზ რაჭველის საშობაო კონცერტი

Machaidze the Georgian sensation - The Hollywood Reporter

"მისი ხმა უმშვენიერეს ფერთა გამაა" ასე აფასებს The New York Times ნინო მაჩაიძის სიმღერას. თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ხელოვანთა კავშირის "კონცეპტარტ" ორგანიზებით, 16 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა მოისმინოს მსოფლიოს წამყვანი თეატრების სოლიტი იმ არიებითა და ნაწარმოებებით, რომლებმაც მას აღიარება მოუტანეს.

ნინო მაჩაიძემ პირველი საერთაშორისო წარმატება 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მან მილანის ლა-სკალას აკადემიაში 400 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა და ვოკალისტთა კურსზე ჩაირიცხა სასწავლებლად. 2007 წელს კი ქართველი სოპრანოს ბრწყინვალე დებიუტი შედგა ლა-სკალასა და რომის საოპერო თეატრების სცენებზე, მას მუსიკალურმა კრიტიკამ "ქართული სენსაცია" უწოდა.

16 დეკემბერს აღიარებული სოპრანო მაყურებლის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება. საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი - ნიკოლოზ რაჭველი. საღამოში მონაწილეობას მიიღებს შესანიშნავი ტენორი ოთარ ჯორჯიკია, თბილისს ასევე ეწვიენ ევროპული თეატრების ქართველი სოლისტები: გოჩა აბულაძე (ბარიტონი) და მიხეილ ქირია (ბარიტონი). შესრულდება არიები, დუეტები და სცენები ცნობილი ოპერებიდან: "ტრავიატა","სიყვარულის ნექტარი", "რომეო და ჯულიეტა", "ბოჰემა" და სხვა.

პროექტის პროდუსერი: თეო ჯორბენაძე

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია