ვინ არის "ქართული ოცნების" ყველაზე მსხვილი შემომწირველი

ვინ არის "ქართული ოცნების" ყველაზე მსხვილი შემომწირველი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყველა მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო - 9 დეკემბრის მონაცემებით "ქართული ოცნების" ანგარიშზე 536 355 ლარია.

მეორე ადგილზეა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატები" - 279 710 ლარი; "ნაციონალური მოძრაობას" 260 240 ლარი და 73 თეთრი შესწირეს, პატრიოტთა ალიანსს 171 170 ლარი და 50 თეთრი, "დევნილთა პარტიამ" მიმდინარე წელს შემოწირულობის სახით 52 151 ლარი მიიღო; "თავისუფალმა საქართველომ" - 34 546 ლარი, "რესპუბლიკურმა პარტიამ" - 29 368 ლარი, "ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ" - 23 360 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის" ანგარიშზე, შემოწირულობის სახით, 14 120 ლარი შევიდა, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" - 2 875 ლარი, "კონსერვატიულმა პარტიამ" 1 320 ლარის შემოწირულობა მიიღო, "ხალხის პარტიამ" - 1135 ლარი, "ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ" - 1 107 ლარი, "ქართულმა პარტიამ" - 100 ლარი. ყველაზე მცირე თანხა წელს "ქართულ დასს" შესწირეს - 861 ლარი.

აუდიტის სამსახურს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია იმ მოქალაქეების სია, რომლებმაც რჩეულ პარტიებს თანხა შესწირეს. თუმცა, რამდენიმე მათგანის ვინაობა "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა.

ჩვენი ინფორმაციით, წელს, "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შემომწირველი ოზურგეთელი ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძეა - მმართველ პარტიას მან 60 000 ლარი შესწირა, მისმა მეუღლემ, მარინა დოლიძემ კი - 40 ათასი ლარი.

კეჭაყმაძე და მისი მეუღლე ბოლო წლებში, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მსხვილ შემომწირველებად ითვლებიან - გასულ წელს კეჭაყმაძემ "ოცნების" ანგარიშზე 60 000 ლარი შეიტანა, მისმა მეუღლემ - 20 000 ლარი.

კეჭაყმაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახი კალაძის მეგობარია და როგორც ამბობენ, პარტიის ანგარიშზე შეტანილი თანხა კალაძეს ეკუთვნის:

- რა შუაშია კახი კალაძე? მე მის გაცნობამდეც მქონდა ფული და ახლაც მაქვს. არავის მითითება არ მჭირდება, რა და როგორ გავაკეთო. კი, ბატონო, ყოველ წელს ვწირავ "ქართულ ოცნებას" გარკვეულ თანხას, რადგან მიმაჩნია, ეს არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში უნდა იყოს და რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა, - ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კეჭაყმაძე, რომელიც მედიის ყურადღების ქვეშ ხშირად ხვდება.

უფრო მეტიც - გასულ წელს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის (რემენა) საქართველოში დეპორტაციისა და "თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის" საქმეში კეჭაყმაძე დაადანაშაულა.

იხილეთ გაგრძელება

წყარო: "გურია ნიუსი"

იხილეთ ასევე|რომელმა პარტიამ რამდენი ფული იშოვა 2015 წელს - შემოწირულობების რეიტინგი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია