თბილისის ზოოპარკში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

თბილისის ზოოპარკში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

თბილისის ზოოპარკში ცეცხლი ლიკვიდირებულია. თუმცა, ამ წუთებში ადგილზე კვლავ იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით სრულად დაიწვა თავლა და განადგურდა ცხოველთა საკვებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თავლასთან მდგომი სამი ავტომობილის გადარჩენა შეძლეს.

იხილეთ ვიდეო

თავლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზოოპარკის თანამშრომლები და ცხოველები არ დაშავებულან. მომხდარზე დროული რეაგირება ზოოპარკის ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომელმა მოახდინა, რომელმაც ცხენები თავლიდან გამოუშვა.

ცხენები ამ დროისთვის ვოლიერში იმყოფებიან.

ხანძარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. როგორც ზოოპარკში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, შესაძლოა ეს მოკლე ჩართვის ბრალი ყოფილიყო. ზოოპარკს ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება.

თბილისის ზოოპარკიდან მოქალაქეების ევაკუაცია არ მომხდარა.

თბილისის ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია