რა აკავშირებს ნათანიელ როტშილდსა და ალფრედ ნობელს ონის სინაგოგასთან - "ონს მცირე იერუსალიმსაც უწოდებდნენ"

რა აკავშირებს ნათანიელ როტშილდსა და ალფრედ ნობელს ონის სინაგოგასთან - "ონს მცირე იერუსალიმსაც უწოდებდნენ"

საქართველოში არსებულ სინაგოგათა შორის ონის სა­ლოცავი გამორჩეულია. ახლახან მას 120 წელი შეუსრულდა. გვესაუბრება სინაგოგის ამშენებლის, ელია ამშიკაშვილის შვილთაშვილი თამილა ბუზუკაშვილი:

- ონის სინაგოგა მავრიტან­ული არქიტექტურული სტილის თვალსაჩინო ნიმუშია. პროექტი ელიამ ევროპიდან ჩამოიტანა და ტაძარი 1890-95 წლებში ააშენა.

- რა აკავშირებდა თქვენს დიდ პაპას ევროპასთან?

- ჩემი დიდი პაპა ონელ ებრაელობას გან­ათლების მისაღ­ებად მოსკოვში­ გაუშვია. იქიდან­ 18 წლის ყმაწვ­ილი გაგზავნეს კრაკოვსა და ვარ­შ­ავაში, სადაც იმდროინდელი­ ებრაული სამყა­როს ცნობილი სას­ულიერო ცენტ­რ­ები გახლდათ.­ სწავლის დასრულების შემდეგ ვარშავაში რაბინად აკურთხეს და ევროპაში­ დარჩენა შესთავაზეს,­ მაგრამ უარი თქვა და იქაურ რელ­იგიურ წრეებს­ ონში სინაგოგის­ ასაგებად დახმარება სთხოვა, იქვე შეუკვეთა პროექტიც (ის სინაგოგ­აში მთელი­ საუკუნე ეკიდა, სამ­წუხაროდ, რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრის შედეგად დაზიანებ­ული ტაძრის რესტავრირებისას გაქრა!) დაუკავშირდა ევროპული­ საქმიანი სამყაროს გრანდს - ნათანიელ როტშილდს, ხოლო მოსკ­ოვური არხებით - ალფრედ ნობელს.

ინგლისის სამეფოს პერი ნათანიელ როტშილდი ცნობილი ფინანსური ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ (მისი ქალიშვილი ცოლად ჰყავდა ინგლისის პრემიერ როზბერის). როტშილდი მოუხიბლავს განსწავლულ, უცხო ენებზე მოსაუბრე ახალგაზრდა რაბინს, რომელსაც სურდა საქართველოში, ერთ ციცქნა დაბაში აეგო უფლის სახლი. როტშილდების ოჯახი ღრმად მორწმუნე იყო, ამას ცხადყოფს­ ნათანიელ როტშილდის მამის - ლაიონელ როტშილდის მაგა­ლითიც: 11 წლის განმავლობაში ინგლისის თემთა პალატაში მისი დეპუტატად დამტკიცება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ სადეპუტატო ფიცის ყოველი წარმოთქმისას იგი ჩუმდებოდა იმ ფრაზასთან, რომელიც მიუღებელი იყო მისი იუდეური აღმსარებლობისთვის. მხოლოდ ტექსტის შესწორების მერე დაამტკიცეს თემთა პალატაში. ნათან როტშილდმა ქართველი ებრაელი რაბინი ბაქოში თავის ბიძაშვილებთან დააკავშირა, ხოლო ბათუმში ელიას დახმარება დაავალა მათი ფირმის წარმომადგენელს, წარმოშობით პოლონელ ებრაელს სტრადლავსკის.

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია