"აფილირებული მედიამენეჯერი" თუ "რაფინირებული პროკურორი"?! - რამ გაამწარა გვარამია?

"აფილირებული მედიამენეჯერი" თუ "რაფინირებული პროკურორი"?! - რამ გაამწარა გვარამია?

როგორც ჩანს, გვარამია ისე გააღიზიანა ახალი მთვლელის გამოჩენამ, რომ უტიფარ ბრალდებებსაც არ მოერიდა. როცა ვინმეს აფილირებაზე ლაპარაკობ, სულ ცოტა, ის მაინც უნდა გახსოვდეს, რომ ამ ყველაზე სანდო და რეიტინგული გამოცემის უკან, გამოცდილი, ობიექტური, მიუკერძოებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების მთელი არმია დგას. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ერთგულ მკითხველზე, რომელთა რაოდენობაზე გაზეთის ტირაჟი და 20 წლის განმავლობაში შენარჩუნებული სანდოობის უმაღლესი ხარისხი მეტყველებს. შესაბამისად, გვარამიას ბრალდებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი და მისგან ამ განცხადების დოკუმენტური დასაბუთება ან თუნდაც ფაქტებით გამყარება მოვითხოვე. როგორც მისი კომენტარებიდან აღმოჩნდა, გვარამია თავის განცხადებებში მხოლოდ "მოარულ" ხმებს ეყრდნობა და პროფესიით იურისტი მედიამენეჯერისთვის ცილისწამება "როგორც ამბობენზე" დაყრდნობით საკმარისი და მისაღებია.

- ბატონო ნიკა, თქვენი განცხადების განმარტება მინდა გთხოვოთ. თქვენ თქვით, რომ თევდორაშვილი არის "მკაფიოდ აფილირებული" ბიძინა ივანიშვილთან. იქნებ უფრო დამიზუსტოთ, რას გულისხმობდით?

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

- ბიძინა ივანიშვილისა და ჰოლდინგ "კვირის პალიტრის" ურთიერთობა ძალიან დიდ დროს ითვლის. მის ხელისუფლებაში მოსვლამდეც იყო ეს ურთიერთობა. თვითონაც არ მალავს,­ აქვს განცხადებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებული და ეჭვი არსებობს, რომ ის ერთ-ერთი დამფინანსებელია ამ ორგანიზაციის. ესეც რომ არ არსებობდეს, ჩვენთვის აბსოლუტურად საკმარისი გარემოებაა ის, რომ ბატონი თევდორაშვილი წარმოადგენს მედიასექტორს და მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწევა.

- მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ასეთი განცხადება გააკეთოთ... ვფიქრობ, მეტი დამაჯერებლობისთვის რამე დამამტკიცებელი გარემოება უნდა გქონდეთ. გაქვთ ასეთი?

- მე არც პირველი ვარ, ვინც ამას ამბობს(?!) და არც უკანასკნელი.

- როგორც მივხვდი, ეს არის თქვენი მოსაზრება და ამის არანაირი დამადასტურებელი საბუთი თქვენ არ გაგაჩნიათ...

- გაქვთ რამე დოკუმენტი "რუსთავი 2"-ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირების თაობაზე?

- თქვენ ჩემგან მსგავსი რამ მოგისმენიათ?

- თქვენი გაზეთისგან და ტელევიზიისგან მომისმენია. გაქვთ რამე დამადასტურებელი დოკუმენტი ამისა?

- ეს არ არის პასუხი ჩემს კითხვაზე...

- ეს არის პოზიცია, რომელიც არა მხოლოდ მე მაქვს, არამედ ბევრ ადამიანს.

- დაგვისახელებთ ამ ადამიანებს?

- ხომ გითხარით, ბევრ ადამიანს...

- ანუ თქვენი პოზიციაა ეს?

- ცხადია, დოკუმენტი რომ მქო­ნდეს, გამოვაქვეყნებდი, თუ ეს გაინტერესებთ. მე მაქვს ასეთი­ ეჭვები... უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობენ და ჩემთვის ეჭვი ამ ვითარებაში საკმარისია... გადამოწმებულია ეს ეჭვი თუ გადაუმოწმებელი, ჩემთვის, როგორც იმ მედიის ხელმძღვანე­ლ­ისთვის, რომელსაც ივანიშვილი ებრძვის, სავსებით საკმარისია.

- ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას აფილირების თაობაზე. იმ ფონზე, როცა ვიცით "რუსთავი 2"-ის ურთიერთობის შესახებ "ნაციონალურ მოძრაობასთან", როცა არსებობს თქვენი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სააკაშვილთან, რომლის ნამდვილობაც დაადასტურეთ, თქვენ ვინმეს აფილირებაზე როგორ ლაპარაკობთ?

- ჩემი პერსონალური ურთიერთობა სააკაშვილთან არც "რუსთავი 2"-ით დაწყებულა და არც "რუსთავი 2"-ით დასრულდება. სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი და მასთან ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ დროს ვისაუბრებ. ეს არაფერს არ ადასტურებს.

- კი მაგრამ, პირდაპირ ელაპარაკებით სააკაშვილს დაფინანსებაზე, რა ვჭამოთო?

- სააკაშვილს კი არ ვეუბნები, ფული მომეცი-მეთქი, ვეუბნები ჩემს პრობლემას, რომ ფული არა მაქვს...

- ბარიკადები და რევოლუციური სცენარი?

- ეს კაცი არის პოლიტიკოსი და მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია