არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ექიმი გარდაიცვალა - რა მოხდა ბერი გაბრიელის გამზირზე

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ექიმი გარდაიცვალა - რა მოხდა ბერი გაბრიელის გამზირზე

ნახეთ| PALITRANEWS-ი სპეცოპერაციის ამსახველ ექსკლუზიურ ვიდეომასალას ავრცელებს

სპეცოპერაციის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები აგრძელებენ მუშაობას. შემთხვევა ბერი გაბრიელის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთ-ერთ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართეს, რომ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეყვანათ. მათი თქმით, მისამართზე მოსულ ექიმებს მამაკაცმა ესროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილია ერთი პირი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბარში თვითმხილველები ყვებიან, ინციდენტის შემდეგ მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაიკეტა, რასაც დაახლოებით ნახავარსაათიანი სპეცოპერაცია მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ექიმებზე თავდამსხმელი მამაკაციც დაჭრილია.

რაც შეეხება გარდაცვლილ ექიმს, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ის პროზექტურაში გადაასვენეს.

"იძახიან, ექიმებს ესროლაო, გარდაიცვალა ერთი და ერთი დაიჭრაო. დაახლოებით ცხრა საათისკენ აქ უკვე სამართალდამცავები ტრიალებდნენ, თუმცა სროლა მანამდე იყო. მოგვიანებით, პოლიციის მოსვლის შემდეგაც გაისმა თითქოს აფეთქების ხმა", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი 50 წლამდე ასაკის არის და ის დედასთან ერთად ცხოვრობდა.

მეტი დეტალებისთვის| შსს-ს სპეციალური განცხადება ბერი გაბრიელის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ