ბერი გაბრიელის გამზირზე დაჭრილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი ინფორმაცია ვრცელდება

ბერი გაბრიელის გამზირზე დაჭრილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი ინფორმაცია ვრცელდება

ბერი გაბრიელის გამზირზე დაჭრილი 26 წლის ზურაბ ბეროშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, ბერი გაბრიელის გამზირზე მოხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილი ზურაბ ბეროშვილი ამ მომენტისთვის ქირურგიულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მას მარცხენა ბარძაყში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. დააკავეს.

სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული გიორგი ბ, ხოლო 1989 წელს დაბადებული ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილიდან სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კიდევ ერთი დაჭრილი პირი შპს "I კლინიკაში" გადაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია