ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში იმყოფება

ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში იმყოფება

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში ისევ დაიბარეს. ელისაშვილს უწყებაში ამ წუთებში კითხავენ.

როგორც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, გამომძიებლებს სატელეფონო შეტყობინებებს გადასცემს, რომელსაც მას კონკრეტული მაღალჩინოსნები ამა თუ იმ პატიმრის შეწყალების მოთხოვნით უგზავნიდნენ.

"გამოძიება ჯერჯერობით ნორმალურად მიდის. დღეს ტელეფონი მოვიტანე, სადაც ისტერიულ მესიჯებს მწერდნენ ხოლმე. დამირეკეს, დაზუსტებითი კითხვები გვინდაო, რაც ძალიან კარგია. მოვედი იმისთვის, რომ რაც დამატებით აინტერესებთ, მივაწოდო ის ინფორმაცია", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია