იაშვილში მცირეწლოვანი მოათავსეს, რომელმაც ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა შეჭამა

იაშვილში მცირეწლოვანი მოათავსეს, რომელმაც ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა შეჭამა

სურსათის ეროვნული სააგენტო იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან შესულ შეტყობინებას სწავლობს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სააგენტომ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა "მინსტერი" საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად შეჭამა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს. ამავე დროს, მოსახელობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ და მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს, დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 91 91 68, ან 91 91 67", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაუშვებელია სურსათთან რაიმე სახის სხვა ნივთიერებების რეალიზება და შენახვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია