ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში ეკა გიგაურიც დაიკითხა

ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში ეკა გიგაურიც დაიკითხა

ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში დაკითხულ პირთა შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც არის. პროკურატურაში მოწმის სახით გიგაურის დაკითხვა "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციაში დაუდასტურეს, თუმცა როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" აღნიშნეს, ეკა გიგაური დაკითხვის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებების თაობაზე, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები გარკვეული პატიმრების შეწყალების საქმეზე მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ამაში ფულს იღებდნენ, გამოძიება მიმდინარეობს.

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.

როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

როგორც გუშინ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა, ე.წ. შეწყალების საქმეზე უკვე 20-მდე პირია დაკითხული. შოთაძეს კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ არსებული ინფორმაციით, დაკითხულ პირთა შორის, თავად შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების – ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის გარდა, არიან ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე. გარდა ამისა, გუშინ მოწმის სახით დაიკითხნენ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია