მთავრობის გადაწყვეტილება მანქანებს 30%-ით გააძვირებს

მთავრობის გადაწყვეტილება მანქანებს 30%-ით გააძვირებს

2016 წლიდან საქართველოში ძველი ავტოტრანსპორტის განბაჟება ძვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მართალია, შედარებით ახალ მანქანებზე გადასახადი შემცირდება, თუმცა სპეციალისტთა გათვლით, ეს ავტობაზარზე ფასების კლების თვალსაზრისით გავლენას ვერ მოახდენს და საბოლოო ჯამში, მანქანების ფასი 30%-ით გაიზრდება. როგორც ცნობილია, მთავრობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს და წესებს ამკაცრებს. ახალი ცვლილებით, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ მოხდება, საგზაო წესების დარღვევაზე კი ჯარიმები მოიმატებს.

სამაგიეროდ, შეღავათიანი პირობები ამოქმედდება 3-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით და ის უფრო იაფი ეღირება. ხოლო მნიშვნელოვნად გაიზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, შეღავათიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტმობილების იმპორტის წახალისებისა და ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების გზად განიხილავს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ოდენობასთან მიმართებით საკმაოდ სოლიდური ციფრია.

ამასთან, შსს- განმარტებით, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს მეორადი - 5-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილები შემდგენს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პროექტის ავტორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოქმედი "საგადასახადო კოდექსით" განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს, ვერ ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სტიმულირება და უფრო უკეთესი პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი ხდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია