პირველი კადრები საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი სროლის ადგილიდან

პირველი კადრები საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი სროლის ადგილიდან

ცოტა ხნის წინ, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს. "რუსთავი 2" შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე გამოძიება დაიწყო. როგორც "AMBEBI.GE"-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.

"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება", - აცხადებენ შსს-ში.

საბურთალოს სასაფლაოსთან ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სასაფლაოს ტერიტორიაზე ყრია ტყვიის გილზები.

რაც შეეხება სროლის შედეგად დაჭრილ პირებს, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. ორმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ