ავსტრალიაში პრეპარატი "ნუროფენი" აკრძალეს

ავსტრალიაში პრეპარატი "ნუროფენი" აკრძალეს

ბრიტანული სარეკლამო ზედამხედველები "ნუროფენ ექსპრესის" საქმეს იძიებენ - ცნობილია, რომ ავსტრალიურმა სასამართლომ ბრიტანული ტკივილგამაყუჩებლის მწარმოებლებს მათი წამლის ზოგი ვერსიის გაყიდვა აუკრძალა.

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ "ნუროფენის" ტკივილგამაყუჩებლების გაყიდვა აკრძალა, რომლებიც სტანდარტული "იბუპროფენის" აბების იდენტური გახლდათ, თუმცა რეკლამა იუწყებოდა, რომ განსხვავებული შემადგენლობის იყო და ამის გამო ორჯერ ძვირი ღირდა.

ბრიტანული სარეკლამო სტანდარტების სააგენტო იძიებს 12 საჩივარს "ნუროფენ ექსპრესის" სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებით. საქმის განხილვა იმიტომ ხდება, რომ რეკლამა მომხმარებელს თავგზას უბნევს, ირწმუნება, თითქოს პროდუქტი თავის კუნთებზე მოქმედებს. ამასთან, რეკლამაში ნათქვამია, რომ "ნუროფენ ექსპრესი" უფრო მალე არჩენს თავის ტკივილს, ვიდრე "პარაცეტამოლი" ან "იბუპროფენი".

ავსტრალიის სამომხმარებლო სააგენტომ სასამართლოში სარჩელი მარტში შეიტანა იმ მოტივით, რომ მომხმარებლებს რეკლამაში ატყუებდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ ოთხი პროდუქტი - ნუროფენი ზურგის ტკივილისთვის, ნუროფენი პერიოდული ტკივილებისთვის, ნუროფენი მიგრენული ტკივილისთვის და ნუროფენი თავის ტკივილისთვის დამზადებული იყო სპეციფიური ხასიათის ტკივილების მოსახსნელად, სინამდვილეში კი ყველა მათგანი ერთნაირი აღმოჩნდა.

მომზადებულია itv.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია