დაკითხავენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს - პროკურორის კომენტარი

დაკითხავენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს - პროკურორის კომენტარი

მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს.

"დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შემხებლობაშია სისხლის სამართლის საქმესთან", - ასე უპასუხა პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვა.

ე.წ. შეწყალების საქმეზე ამ დროისთვის 30-მდე პირია დაკითხული, მათ შორის შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები - ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე, დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ