დანია მთელ ევროპას საახალწლოდ რაჭული ნაძვის ხეებით ამარაგებს - ქართული ნაძვები ევროპაში

დანია მთელ ევროპას საახალწლოდ რაჭული ნაძვის ხეებით ამარაგებს -  ქართული ნაძვები ევროპაში

რაჭული სოჭის თესლის ექსპორტს უკვე ათ წელზე მეტია რამდენიმე დანიური, გერმანული და სხვადასხვა ევროპული ქვეყანა ეწევა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ დანია მთელ ევროპას საახალწლოდ რაჭული ნორდმანის ჯიშის ნაძვის ხეებით ამარაგებს. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2-მეტრიანი რაჭული ნაძვის ხის ფასი 70 ევროს შეადგენს.

საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ Fair trees 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ათწლიანი ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი. კომპანია მომავალში დანიური მოდელის საქართველოში გადმოტანასაც გეგმავს. Fair trees-ის მენეჯერი ჟანა ბაბუნაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტი დიდი ალბათობით, წარმატებით განხორციელდება.

"საახალწლოდ ჩვენი ერთადერთი კონკურენტი ჩინური ნეილონის ნაძვის ხე იქნება, შესაბამისად ვფიქრობ, რომ სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, ეს კამპანია ნამდვილად გაამართლებს. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, აქ იდეა და კომერციული გათვლები 50-50-ზეა", - ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი.

მისივე თქმით, დანიიდან უკვე გამოგზავნილია 4500 ძირი ნაძვის ხის ნერგი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია