რას გააკეთებს "სამეკავშირეო ჯგუფი"?! - ბაღათურიას რუსული ვნებები და მორიგი ვიზიტი მოსკოვში

რას გააკეთებს "სამეკავშირეო ჯგუფი"?! - ბაღათურიას რუსული ვნებები და მორიგი ვიზიტი მოსკოვში

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მორიგი მოსკოვური ვოაიაჟიდან სულ ახლახან დაბრუნდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. რატომ იმყოფებოდა ოკუპანტ ქვეყანში და რამდენად სწორია რუსეთთან რაიმე მოკავშირეობაზე ლაპარაკი? - ამ თემაზე ჯონდი ბაღათურია გვესაუბრება:

- ჩემი მთავარი ამოცანაა რუსეთსა და საქართველოს შორის სამოკავშიერო ურთიერთობების არა მხოლოდ ნორმალიზება, არამედ სრულად აღდგენა. მინდა გითხრათ, რომ ღვთის წყალობით ჩემი ვიზიტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამ ვიზიტისას ჩვენს რუს კოლეგებთან შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება რუსულ-ქართული ჯგუფი რომელიც იმუშავებს სამოკავშიერო ურთიერთობის აღდგენის კონცეფციაზე. ჩვენ განვსაზღრეთ ვადები და გვინდა ახალ წლამდე მოხდეს ამ ჯგუფების ფორმირება, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე დაგეგმილია რომ ახალ წლამდე მოხდეს პირველი სამუშაო შეხვედრის დღის წერიგის და თემატიკის ჩამოყალიბება. მოდით ამ პირველ შეხვედრას დავარქვათ კონფერენცია, რომელიც გაიმართება 20 იანვრიდან-1 თებერვლამდე, რაც შეეხება ჩატარების ადგილს, ჩვენი რუსი კოლეგებისგან გვაქვს თანხმობა, რომ საქართველოში ჩატარდეს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი და შესაძლოა რუსეთში ჩატარდეს.

- ბატონო ჯონდი, თქვენი პარტია ( "ქართული დასი") არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკური ძალა და ამ ძალის ლიდერს რატომ გაქვთ ამბიცია, რომ რამეს შეცვლით ქართულ-რუსულ ურთიერთობებში?

- რატომღაც თქვენი რედაქციის წარმომადგენლები ძალიან განიცდიან ჩემი პარტიის რეიტინგს, რომელსაც არაობიექტურად და ყალბად აფასებენ

- გარწმუნებთ, რომ "მედიაპალიტრაში" არავინ დარდობს თქვენს დაბალ რეიტინგზე, უბრალოდ მე გეკითხებით იმას, რაც ყველასთვის ცხადია...

- ნება მიბოძეთ, რომ არ დავეთანხმო თქვენს ამ სუბიექტურ შეფასებას რეიტინგთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტია და სხვა კოლეგებთან შედარებით გვაქვს ზრდის ძალიან დიდი პერსპექტივა.

- ბატონო ჯონდი რა ფინანსებით მოხდა თქვენი რუსეთში წასვლა და მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ ყოფნა?

- მოსკოვში წასვლა-წამოსვლას დიდი ფინანსები არ სჭირდება და ღვთის წყალობით მაგას მეც გავწვდი. რაც შეეხება იმას თუ რა ფინანსებით გაიხსნება სამოკავშირეო ოფისი, ამაზე ვმუშაობთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ყველა მსურველს ექნება საშუალება ამის თაობაზე ინფორმაცია მიიღონ.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."