ციფრული მაუწყებლობის უპირატესობები - ვინ და რატომ უშლის ხელს რეგიონებში სიგნალის გავრცელებას

ციფრული მაუწყებლობის უპირატესობები - ვინ და რატომ უშლის ხელს რეგიონებში სიგნალის გავრცელებას

რამდენიმე თვის წინ, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. ციფრული მაუწყებლობის შესახებ, "სტერეო +"-ის დირექტორი დავით ზილფიმიანი გვესაუბრება.

- რატომ გახდა აუცილებელი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა?

- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ეს არის აუცილებელი ნაბიჯი შემდეგი გარემოებების გამო. ციფრული მაუწყებლობა თავის თავში მოიცავს უფრო მაღალი ხარისხით უფრო მეტი არხის მიწოდებას. სახელმწიფოსგან იგივე სიხშრული რესურსით, 10-15 არხის მიწოდება შეიძლება. იმ ხარისხით რა ხარისხითაც პროდუქტი იქმნება. მეორე ეს არის საერთო ევროპული სტანდარტიზაცია, რადგან მივილტვით ევროპიზაციისკენ, გადავდივართ ციფრულზე DVBT2 სტანდარტით, რომელიც აუცილებელი პირობაა ევროპული ინტეგრაციისთვის. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ნიშნავს, იმას, რომ ქვეყანაში შექმნილი ვიდეოპროდუქტი მთლიანად უფასოა მოსახლეობისთვის. მსოფლიოში პირველი ქვეყანაა საქართველო, სადაც ციფრულზე გადასვლა 11 თვეში მოხერხდა. ეს ძალიან მოკლე დროში განხორციელდა, ყველა ქვეყანაში წლები დასჭირდა ამას.

- რომელ რეგიონებს შეუძლიათ ციფრული სიგნალის მიღება?

- მთელი საქართველო გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სალიცენზიო ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ წმინდა პატრიოტული თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც შესაძლებელია ციფრული სიგნალის მიღება. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და უნდა ჰქონდეთ ქართული არხების მაღალი სიხშირით მიღების საშუალება. გალი უკვე დაფარულია, ოჩამჩირეც სრულად დაიფარება მალე. შევედით ცხინვალის რეგიონში და მალე შევალთ ახალ გორის რაიონშიც. "იბიარდის" გარეშე ვერ მოხერხდებოდა ამ საქმის განხორციელება, ქვეყნის პრემიერიც პირადად იყო მოწადინებული, ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, ხელს გვიწყობდა ეკონომიკის სამინისტრო, მარეგულირებელი კომისია, ფინანსთა სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა, ოპერატიული მოგვარება ხდებოდა საბაჟო საკითხების, იუსტიციის სამინისტრო, საკანონმდებლო ბაზა არ იყო მზად ციფრული მაუწყებლობისთვის და ეს მოკლე დროში მოგვარდა, დაცვის პოლიცის დეპარტამენტი. ხელისშემშლელი იყო ენერგომომარაგების სისტემა, საქართველოს პერიფერიულ სივრცეში ამის გამო პრობლემებია, რეგიონებში მუდმივად არის უხარისხო დენი, ეს აზიანებს ტექნიკას და მოსახლეობას ართმევს უფლებას მიიღოს ინფორმაცია. კრიტიკას ვერ უძლებს გარემოს დაცვის სამინისტრო. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყოთ ხელს გვიშლიდნენ, სასამართლოში გვიჩივლეს ანძები დაშალეთო, მათ ყველა სასამართლო პროცესი წააგეს. თავიდან ასაწყობია ეს სამინისტრო, ახლაც აგრძელებენ ხელის შეშლას, დიდი კორუფციული ელემენტები შეინიშნება ამ სამინისტროში. მთავარი ეპატი დამთავრდა, მაგრამ მუშაობა გრძელდება, თუშეთში, ომალოში საერთოდ არ ყოფილა მაუწყებლობა, არასოდეს არ ჰქონიათ ტელევიზორი, ახლა ჩავრთავთ ომალოს. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და უნდა ჰქონდეთ ტელევიზორის ყურების საშუალება.

- რა არის საჭირო ციფრული სიგნალის მისაღებად?

- იმისათვის, რომ უყურო უნდა გქონდეს ეკრანი, საკმარისია მიმღები მოწყობილობა, რომელსაც ერთხელ იყიდი და მთელი ცხოვრება უფასოდ მიიღებს არხებს. საკაბელო კომპანიებთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს, მათთან შექმნილი პრობლემები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ უცხოური არხები დაემატება, და მისი მიღების სურვილი ექნება მაყურებელს, მას თანხის გადახდა მოუწევს, მაგრამ ქართული არხების მიღება სრულიად უფასოა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია