ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა

ხადურის გასაიდუმლოებული დიეტა

ბოსტნეული და მცენარეული საკვები,­ ფიტნესი, სუფთა ჰაერი, სხეულის მასის კორექცია... შემწვარ-მოხრაკული კი ლამის კანონით ისჯება... "ხორცისმჭამელები" საყვარელ კერძებზე უარს მაინც ვერ ამბობენ, თუმცა ცდილობენ ისე მოამზადონ, ნაკლები ზიანი მიაყენონ ჯანმრთელობას.

ჭარბწონიანი ადამიანების უმეტესობა მუდმივად დიეტაზეა... ოღონდ ჭამასა და ჭამას შორის. ნებისყოფა ყველას არ ჰყოფნის, რომ საკვები შეზღუდოს. ხომ გახსოვთ, შიმშილმა ჩაპლინის გმირს ფეხსაცმელი შეაჭამა.

არსებობს გამოთქმა: თუ გინდა,­ ჯანმრთელი და მოხდენილი იყო, საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუნაწილე, ვახშამი კი მტერს მიეციო. თუმცა მოსკოვში მოღვაწე ქართველმა კარდიოქირურგმა, ლეო ბოკერიამ, ეს აზრი გააცამტვერა:

"დილას დგებით, ორგანიზმი ჯერ გამოღვიძებული არ არის, სხდებით სუფრასთან და ჭამთ ხორცს, ცომეულს, აყოლებთ ჩაის ან ყავას, შემდეგ სამსახურში მიდიხართ. რანაირი მოხელე გამოდის ახლა თქვენგან?! საუზმე მტერს დაუტოვე, სადილზე - წაიხემსე, საღამოს - ნორმალურად ჭამე და მერე ფიზკულტურით დაკავდი. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, სწორედ ასე იქცე­ვიან", - გვირჩევს ექიმი.

ყველა ისე ებრძვის ჭარბ წონას, როგორც შეუძლია. თუმცა ცნობილი ადამიანების დიეტები ძალიან პოპულარულია და ყველა ცდილობს, მათ მიჰბაძოს... გახსოვთ, ალბათ, ე.წ. უგულავას დიეტა, რომელიც კარგა ხანს გასაიდუმლოებული ჰქონდა თბილისის მაშინდელ მერს. ჟურნალისტები დიდხანს ნადირობდნენ საიდუმლო "რეცეპტზე", რადგან მისი ეფექტიანობა აშკარა იყო - მერი თვალსა და ხელს შუა დნებოდა... ბოლოს მაინც გამჟღავნდა და საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამ დიეტაზე "შეჯდა".

ახლახან მეც გადავწყვიტე, რამდენიმე­ კოლოგრამი დამეკლო. მოვავლე თვალი ცნობილებს და მივხვდი, რომ ნოდარ ხადური ძალზე ეფექტიანად იკლებს წონას და მისი დიეტა გავიკითხე. თუმცა, რომ მეგონა, იოლად­ მოვიპოვებდი, იმედი გამიცრუვდა, თურმე მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

აზარტმა შემიპყრო - ჩავრთე გავლენიანი ხალხი, რასაც 2 კვირაზე მეტი მოვანდომე და, როგორც იქნა, სასურველი დიეტა ხელში ჩავიგდე.

ზოგი დიეტას ფორმის შესანარჩუნებლ­ად იცავს, ზოგი - საყვარელი მამაკაცის. რაც შეეხება ქვეყნის მთავარ ფინანსისტს, მან, ალბათ, ხალხის "შესანარჩუნებლად" გადაწყვიტა გახდომა... მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებში "ჭამე, ნოდარი" პოპულარული ფრაზა გახლდათ­. ჰოდა, ბატონმა ნოდარმა გადაწყვიტა, აღარ ჭამოს...

აი, მისი დიეტაც: იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია