რამდენი ლარი დაიხარჯება დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში

რამდენი ლარი დაიხარჯება დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში

დედაქალაქის საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში წელს მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, წელს სრულიად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით თბილისის ცენტრალური ქუჩები: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები მოირთო.

აღნიშნული გამზირებისა და ქუჩების მორთვის მიზნით გამოცხადებულ საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია - შპს "ნუკო+"-მა გაიმარჯვა და სატენდერო ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვისხის ტენდერში გამარჯვებული შპს "ჯეო სტრიმი" გახდა და მომსახურების ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის "გმმ ჯგუფის" მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ ყველა არსებული საახალწლო ილუმინაცია, რაც აღდგენას დაექვემდებარება, დედაქალაქის სხვა ქუჩების გასაფორმებად გადანაწილდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია