"როცა უკვე ფულმა გაიჟღერა, ტელეფონი დავკიდე" - რას იხსენებს ცოტნე ბაკურია ეკა ბესელიასთან 2012 წლის საუბრიდან

"როცა უკვე ფულმა გაიჟღერა, ტელეფონი დავკიდე" - რას იხსენებს ცოტნე ბაკურია ეკა ბესელიასთან 2012 წლის საუბრიდან

აშშ-ში მცხოვრები "აღორძინების" წარმომადგენელი, ცოტნე ბაკურია აცხადებს, რომ 2012 წელს მას დეპუტატი ეკა ბესელია დაუკავშირდა, ჰკითხა, სურდა თუ არა პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება და ფინანსური დახმარების ფონდში მონაწილეობა შესთავაზა. ამ თემაზე ცოტნე ბაკურიამ "რუსთავი2"-თან ისაუბრა.

"მკითხა, ვთვლი თუ არა თავს პოლიტიკურ დევნილად. ვუთხარი, რომ პოლიტიკური დევნილი არა ვარ და არასდროს პრობლემა არ მქონია. მან თქვა, რომ ეს არის კეთილშობილური საქმე, რასაც აკეთებს, ასევე იქმნება რაღაც ფინანსური ფონდი, რომელიც თურმე პოლიტიკური დევნილების ოჯახებს უნდა დაეხმაროს და ხომ არ მივიღებდი ამაში ფინანსურად მონაწილეობას. ეს მე არ მომეწონა, როცა უკვე ფულმა გაიჟღერა. საუბრისათვის დიდი მადლობა გადავუხადე და ტელეფონი დავკიდე", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ბაკურიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."