საქართველოში მამაკაცების ხელფასი ქალებისას 62%-ით აღემატება

საქართველოში მამაკაცების ხელფასი ქალებისას 62%-ით აღემატება

საქართველოში საშუალო ხელფასი 930 ლარია. ამას ამტკიცებენ სტატისტიკოსები, თუმცა რეალურად მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ ოდენობის ხელფასი სანატრელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საყურადღებოა ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცების ჯამაგირი ქალებისას 82%-ით აღემატება. 2015 წლის მე-3 კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 930 ლარია. ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორშია - 1500 ლარი. მას მოსდევს მშენებლობა - 1412 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე - 1313 ლარით სახელმწიფო მმართვეობაა. მას მოსდევს სამთო-მოპოვებითი მრეწველობა - 1230 ლარი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1220 ლარი. ყველაზე დაბალი ჯამაგირი სოფლის მეურნეობასა და განათლების სექტორში დასაქმებულებს აქვთ - 470-800 ლარი. მათ ოდნავ უსწრებს მომსახურებს სექტორი.

რაც შეეხება ქალებისა და კაცების საშუალო ანაზღაურებას, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი ანაზღაურება საჯარო სექტორში დასაქმებულ მამაკაცებს აქვთ, სადაც საშუალო ხელფასი - 1335 ლარია. ასევე ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს, ამ შემთხვევაში მათი ჯამაგირი 1260 ლარია. აღნიშნულთან დაკაშვირებით "რეზონანსს" ეკონომისტებზე დაყრდნობით არაერთხელ დაუწერია, რომ საშუალო ხელფასის დათვლისას დასახვეწია მეთოდოლოგია. ამ მაჩვენებელში შედის ტოპ-მენეჯერებისა და განსაკუთრებული ხელშეკრულებით მომუშავეთა ხელფასები. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში საშუალო ხელფასის მაჩვენებლის დადგენისას წინასწარ გამორიცხავენ დიდი ანაზღაურების მქონე ადვოკატების, მსახიობების, სპორტსმენების, ბიზნესმენების ანაზღაურებას. მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება საშუალო მაჩვენებელი, რათა ხელფასის დონე რეალობასთან ახლოს იყოს.

"საქართველოში არსებული მეთოდოლოგია ყველა დასქამებულის ხელფასს ითვალისწინებს, ამიტომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ხელოვნურად იზრდება. მეორე ფაქტორია ის, რომ აღნიშნული 930 ლარი ნომინალური ხელფასია და არა "ხელზე ასაღები".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია