რატომ ვერ "დადგა ფეხზე" ქართული ეკონომიკა 2015 წელს

რატომ ვერ "დადგა ფეხზე" ქართული ეკონომიკა 2015 წელს

2015 წლის დასასრულამდე რამდენიმე დღე რჩება. ქართული ეკონომიკისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა გარკვეული წარმატებებიც გვქონდა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორ აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები და მკვლევარები 2015 წელს: რა პროექტები განხორციელდა, იყო თუ არა წარუმატებელი ნაბიჯები და რატომ ვერ მიაღწია მეტ წარმატებას ქართულმა ეკონომიკამ აღნიშნულ წელს. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე და ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი 2015 წელს განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებზე საუბრობენ.

2015 წელს ჰიბრიდულს უწოდებს სოსო არჩვაძე და აქცენტს როგორც წარმატებულ, ასევე წარუმატებელ მოვლენებზე აკეთებს.

"თუ პოლიტიკურ ტერმინოლოგიას დავესესხებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის ჰიბრიდული წელი იყო - წარმატებებსა და წარუმატებლობებს შორის. იყო მცდელობა ქართული ეკონომიკის უფრო მყარად ფეხზე დადგომისა. მეტნაკლებად წარმატებით ხორციელდებოდა პროექტი "აწარმოე საქართველოში". ქართული პროდუქციის ექსპორტმა წელს პირველად გადააჭარბა ექსპორტს დსთ-ს ქვეყნებში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ევროპულ ორიენტაციას. თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, მათ შორის, ყველასთვის მტკივნეული ვალუტის გაუფასურება, ინფლაცია, რომელიც უკვე გასცდა ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ, ანკეტირებულ მაჩვენებელს. ასევე, აღსანიშნავია წლის მეორე ნახევარში სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინვესტიციების შემცირების მაჩვენებელი. ეს აქცენტები შეიძლება გახდეს მსჯელობისა და კითხვის საგანი - რატომ ვერ მოხერხდა უფრო მეტი წარმატებისა და მეტი პოზიტივის აკუმულირება ჩვენს რეალობაში", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია