თბილისის სავაჭრო ობიექტებში ყალბ 50 ლარიანებს ასაღებდნენ - დაკავებულია ქალი და მამაკაცი

თბილისის სავაჭრო ობიექტებში ყალბ 50 ლარიანებს ასაღებდნენ - დაკავებულია ქალი და მამაკაცი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ქეთევან ტიღაშვილი და უჩა გიორგობიანი წინასწარ შეთანხმებით, სისტემატიურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ ყალბ 50 ლარიან კუპიურებს.

დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია