"მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ" - საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

"მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ" - საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

გემის კონსტრუქციაში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის შვილმა, გიორგი ბერიძემ განუცხადა.

გიორგი ბერიძის თქმით, მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ჩამოყვანა თურქმა მეპატრონემ ბადრი ბერიძეს სექტემბრის თვეში სთხოვა. მისი თქმით, მამამისს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემზე ნარკოტიკული ნივთიერება იყო, გემთმფლობელს კი ტელეფონი გამორთული აქვს.

გიორგი ბერიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით მიმართავს.

"სექტემბერში მამაჩემი თურქულ კომპანიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას იმის შესახებ, რომ დომინიკის რესპუბლიკაში ნაყიდი გემი თურქეთში ჩაეყვანა. ეკიპაჟის წევრებიდან ერთი თურქი იყო და 11 უკრაინის მოქალაქე. მამაჩემმა ადგილზე ჩასვლისთანავე მითხრა, რომ სხვა გემი დახვდათ, რომელიც გაუმართავი იყო და ცდილობდნენ, როგორმე აემუშავებინათ. მალევე გამოემგზავრნენ და როგორც ცნობილი გახდა საფრანგეთის გავლით უნდა ჩასულიყვნენ პოლონეთში. არსებობს საზღვაო ვებ-გვერდი, სადაც გემების გადაადგილების შესახებ ვეცნობი ინფორმაციას. როცა მამაჩემთან კავშირს ვერ ვახერხებდი, ამ საიტის მეშვეობით მქონდა წარმოდგენა სად იმყოფებოდა.

10 დეკემბერს, როცა გემის სახელი ავკრიფე ინტერნეტში, გავიგე, რომ საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა. ჩხრეკის შედეგად, გემის დეტალები, კონსტრუქციები გაჭრეს და აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკები. დაკავებულია ეკიპაჟის ყველა წევრი და კაპიტანი. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულები საფრანგეთის ქალაქ ლილიში იმყოფებიან. გემთმფლობელმა, რომელსაც ჩვენ ვუკავშირდებოდით, ტელეფონი გამორთო", - აღნიშნა გიორგი ერიძემ.

მისივე თქმით, ბადრი ბერიძე 1993 წლიდან ნაოსნობაშია, კაპიტნის თანამდებობით კი, პირველად წავიდა. ის 56 წლისაა.

არსებული ინფორმაციით, მოლდავას დროშის ქვეშ მცურავი გემი "კარიბ პალმი" საფრანგეთის საზღვარზე დააკავეს. მასზე 2.4 ტონამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს (იხილეთ ვიდეო გემიდან)

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია