გავაკეთე სატელეფონო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ ჩემთვის კონკრეტულ მაღალჩინოსნებს სმს-ები გამოგზავნილი აქვთ - ალეკო ელისაშვილი

გავაკეთე სატელეფონო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ ჩემთვის კონკრეტულ მაღალჩინოსნებს სმს-ები გამოგზავნილი აქვთ - ალეკო ელისაშვილი

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა სატელეფონო ამონაწერი გააკეთა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელისაშვილმა განუცხადა, ამონაწერში ფიქსირდება ტელეფონის ის ნომრები, საიდანაც მას ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალების მოთხოვნით სმს-ები გაუგზავნა.

"ამით დასტურდება, რომ პროკურატურაში, დაკითხვისას ჩემს მიერ დასახელებულ დროს, დასახელებული პოლიტიკოსების მხრიდან ნამდვილად არის გამოგზავნილი შეტყობინება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ მის ტელეფონზე სმს-ის გაგზავნის დრო და არა შეტყობინების შინაარსი.

"მესიჯების შინაარსი გამოძიებამ გაარკვიოს", - აღნიშნა ელისაშვილმა.

როგორც ცნობილია, ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ელისაშვილმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მტკიცებულების სახით საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მასში ის სმს-ები ინახებოდა, რომლებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ეს არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ტელეფონში კონკრეტული პატიმრის შეწყალების მოთხოვნის შემცველი სმს-ები არ აღმოჩნდა. გუშინ, ელისაშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის "ინბოქსში" მესიჯები მართლაც არ იყო, თუმცა მისივე მტკიცებით, ის მობილურის მყარ დისკზე ინახება.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია