შსს-ს განმარტება მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემასთან დაკავშირებით - სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შსს-ს განმარტება მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემასთან დაკავშირებით - სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეტა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეულს იწყებს. მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შს სამინისტროს მიერ შემუშავებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროექტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან შედგება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციული მიმართულების გაძლიერების მიზნით შემოდის მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემა. საყურადღებოა, რომ მსგავსი მოდელი მსოფლიოს 21 ქვეყანაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმატებით მოქმედებს და აღნიშნული კანონპროექტი სწორედ დასავლეთში აპრობირებული მექანიზმის ძირეულ შესწავლასა და ანალიზს ეფუძნება.

გვსურს განვმარტოთ, რომ პროექტის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, რომელიც ძალაში იქნება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა - მართვის უფლების გაუქმებას (შეწყვეტას). ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ხელახალი მოპოვებისთვის მოქალაქემ შესაბამისი კატეგორიის თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარებას ის მართვის უფლების გაუქმებიდან 2 თვის შემდეგ შეძლებს.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ქულების შემცირება არ მოხდება ვიდეორეგისტრატორის და უკონტაქტო პატრულირების დროს გამოწერილი ქვითრით. დამრღვევ მძღოლს ქულები მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის შეუმცირდება. აღსანიშნავია, რომ ქულების დაკლება მოხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერის პარალელურად. მაგალითად, მუხლი 1181 - ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს 100 ქულიდან გამოაკლდება 10 ქულა და ამასთან დაჯარიმდება 30 ლარით.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევაზე ქულების მინიჭების კრიტერიუმებს, სამინისტრომ პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ქულების ოდენობა თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრა ამა თუ იმ დარღვევის რისკიდან და მისი ინტენსივობიდან გამომდინარე.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, მათ შორის, ელექტრონული სისტემის დანერგვის, ქულათა მინიჭების, მათი შემცირებისა და ამოწურვის, აგრეთვე, მართვის უფლების მქონე პირთა წინასწარი ინფორმირებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრირების წესების შემუშავებასა და დამტკიცებას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია