ქარელში წარმოებული ჩირი ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ქარელში წარმოებული ჩირი ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ქარელში ჩირის გადამამუშავებელი ქარხანა გაზაფხულზე, სავარაუდოდ მაისის თვეში გაიხსნება და ადგილობრივ თუ საექსპორტო ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით მოამარაგებს.

ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" საწარმოს დირექტორმა გიორგი კვირიკაძემ განუცხადა.  გიორგი კვირიკაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ჩირის წარმოება ძალიან მცირე რაოდენობით ხდება და ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია ჭარბობს.

მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტებით შეფუთული პროდუქცია სულ მალე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე გავა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანასთანაა დაწყებული, მათ შორის განიხილება გერმანია, ისრაელი და უკრაინა.

ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო ხილს არა მხოლოდ საკუთარი ბაღებიდან, არამედ ადგილობრივი მოსახლეობიდანაც მიიღებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია