ალეკო ელისაშვილი ე.წ. შეწყალების საქმის გამომძიებლებს "უსაქმურებს" უწოდებს

ალეკო ელისაშვილი ე.წ. შეწყალების საქმის გამომძიებლებს "უსაქმურებს" უწოდებს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ე.წ. შეწყალების საქმის გამომძიებლებს "უსაქმურებს" უწოდებს.

შესაბამისი შეფასება ელისაშვილმა პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უწყება "მისი მტკიცებულებების იმედზეა".

"ორი კვირაა პროკურატურა იძიებს ამ საქმეს და არ მოუთხოვიათ "მაგთიდან" ჩემი სატელეფონო ამონაწერი, სანამ ეთერში არ ვაფრიალე. დღეს დამირეკა პროკურორმა გიორგი მუჯირმა და მითხრა, იქნებ მოიტანოო. ვკითხე, თქვენ რატომ არ მოითხოვეთ ამდენი ხნის განმავლობაშიმეთქი და მითხრა, იქნებ თქვენ თვითონ მოიტანოთო. ეს არაპროფესიონალიზმი კი არა, სირცხვილია.

ამონაწერი არის ოფიციალური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, შემოვიდა თუ არა ჩემთან იმ პოლიტიკოსისგან მესიჯები. მე არ მეზარება პროკურატურაში სიარული და რამდენჯერაც საჭირო იქნება მივალ, მაგრამ გამოდის, რომ პროკურატურა არის მარტო ჩემი მტკიცებულებების იმედად. თურმე ამ ხალხს, აქ რომ სხედან, ამ უსაქმურებს, იმიტომ ვუხდით ხელფასს, რომ ელისაშვილმა მოუტანოს მტკიცებულებები. თვითონ რას აკეთებენ?!", - განაცხადა ელისაშვილმა, რომელსაც პროკურატურაში ამ წუთებში კიდევ ერთხელ კითხავენ.

რაც შეეხება შეკითხვას, ვინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაღალჩინოსნებმა კონკრეტული პატიმრების შეწყალების საქმეზე 200 000 ლარი აიღეს, ელისაშვილი ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

"არ დავასახელებ, იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ", - განმარტა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."