რა დარღვევებით ცხვება პური საქართველოში

რა დარღვევებით ცხვება პური საქართველოში

1-ლი იანვრიდან ძალაში შედის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო გახდება. სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 376-ე დადგენილებით, დარეგულირდება ხორბლის ფქვილის წარმოების და გადამუშავების ბაზარზე განთავსების პირობები. 1-ლი იანვრიდან პურის ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი წარწერა, რომელზეც მითითებული იქნება ფქვილის ხარისხი.

რამდენად არის დაცული დღეს ბაზარი უხარისხო პურ-პროდუქტებისგან, რატომ ირღვევა მომხმარებლის უფლება, იცოდეს რას მიირთმევს და რეალურად რა დანამატებისგან მზადდება პური. ამ შეკითხვებზე გადაცემა "საქმეში" მომხმარებელი.გე-ს დამფუძნებელმა ლია თოდუამ და პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ ისაუბრეს.

მალხაზ დოლიძე: ფქვილს აქვს თავისი მახასიათებლები, ბოლო წლებში პურ-პროდუქტების წარმოებამ მოდენიზაცია განიცადა. ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და მთელ რიგ კომპონენტებზე ფასების ზრდამ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინტენსიური ტექნოლოგიების შემოღება გამოიწვია, რამაც თითქმის სრულად ჩაანაცვლა კლასიკურ ტექნოლოგიური პროცესი. კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში კი შედეგის მიღებას დაახლოებით 6 საათი სჭირდება. ცომის გაფუებას, მოზელვას გარკვეული დრო უნდა. დღეს არსებული ტექნოლოგიით, მოზელილ ცომს საფუართან ერთად ფერმენტები ემატება, რათა შეფერილობა და ფორმა სწრაფად მიიღოს. კარგა ხანია, რაც კლასიკური ტექნოლოგიებით მომუშავე დიდი ქარხნები ფაქტიურად ბაზრიდან გაქრნენ, რადგან ამ ტიპის ტექნოლოგია ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული".

წაიკითხეთ ვრცლად BPN.GE-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია