მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა თან არ ექნებათ, ქულები არ დააკლდებათ

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა თან არ ექნებათ, ქულები არ დააკლდებათ

შსს-ს იურიდული დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ოქროპირიძის ინფორმაციით, მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა თან არ ექნებათ, სახდელი არ შეეფარდებათ. თუმცა, იმის გამო, რომ მოქმედ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩადებული იყო მუხლი, რომლის თანახმად, დარღვევად ითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, ის ავტომატურად მოხვდა ქულათა სისტემაშიც და 5 ქულით განისაზღვრა. მაგრამ ეს პუნქტი 2011 წლიდან პრაქტიკულად არ მოქმედებდა და არც ახლა იმოქმედებს.

"ეს მუხლი ჩადებული იყო მოქმედ სამართალდარღვევათა კოდექსში. ახალი მუხლი არ შემოგვაქვს, ეს მუხლი მოქმედებდა, უბრალოდ საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილ ყველა სამართალდარღვევაზე დგინდება შესაბამისი ქულათა რაოდენობა. შესაბამისად, ამ მუხლსაც მიენიჭა შესაბამისი ქულა. ამოქმედებას რაც შეეხება, როგორც დღეს პრაქტიკულად არ მოქმედებს ეს მუხლი, არც შემდგომში არ იგეგმება, რომ მართვის მოწმობის არმქონე პირის მიმართ გარკვეული სახდელები იყოს შეფარდებული", - განაცხადა ოქროპირიძემ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ: შსს-ს განმარტება მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემასთან დაკავშირებით - სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია