ცნო­ბი­ლი პროქ­ტო­ლო­გი "შა­ლა­ხო" და "წყალ­ში ვდგა­ვარ, ცეცხ­ლი მი­კი­დი­ა"...

ცნო­ბი­ლი პროქ­ტო­ლო­გი "შა­ლა­ხო" და "წყალ­ში ვდგა­ვარ, ცეცხ­ლი მი­კი­დი­ა"...

თბი­ლი­სის კო­ლო­რიტს, გე­ლა მუ­ხა­შავ­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დ­გე­ნა არ სჭირ­დე­ბა.

ცნო­ბილ პროქ­ტო­ლოგს სამ­სა­ხურ­ში ვეს­ტუმ­რე. ოპე­რა­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი, მო­ღი­მა­რი მას­პინ­ძე­ლი ჩვე­უ­ლი იუმო­რით მე­უბ­ნე­ბა: - და­სა­მა­ლი რა მაქვს, რაც გინ­დათ, ის მკითხე­თო. ბა­ტო­ნი გე­ლა ენაწყ­ლი­ა­ნი მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნ­და. ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზით და­იწყო:

- მე ვი­ყო ტყის მე­გო­ბა­რი. რო­ცა პირ­ვე­ლად ტყის სადღეგ­რ­ძე­ლო დავ­ლიე, ყვე­ლას უფიქ­რია, რად­გან მა­მა მეტყე­ვე ენ­ტო­მო­ლო­გი მყავ­და, ამი­ტომ ვსვამ­დი ამ სადღეგ­რ­ძე­ლოს. ასე ვამ­ბობ ხოლ­მე: გა­უ­მარ­ჯოს ტყეს, სა­დაც მგე­ლი - მგე­ლია, დათ­ვი - დათ­ვობს, ირე­მი - ირე­მია, ტუ­რა - ტუ­რაა. ასეთ დროს იცი, რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი რა­ზეა წამ­ს­ვ­ლე­ლი. მგე­ლი ჩა­გი­საფ­რ­დე­ბა, დათ­ვი დაგ­ტო­რავს და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ე­რი­დე­ბი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვაგ­ვა­რა­დაა. ზო­გი ადა­მი­ა­ნი რის ქურქს ირ­გებს, ზო­გი - რი­სას, მი­დი და გა­მო­ი­ცა­ნი. სა­ნამ გა­მო­იც­ნობ, კარ­გად უნ­და შე­ათ­ვა­ლი­ე­რო. ტყე კი ნაღ­დია, გა­უ­მარ­ჯოს ტყეს, სა­დაც არა­ვინ თა­მა­შობს! ყვე­ლა­ფერს უნიღ­ბო ცხოვ­რე­ბა ჯო­ბია, თუ გინ­და იყო რაც გსურს, იყა­ვი ის, რაც ხარ! ავ­ლა­ბარ­ში გა­ვი­ზარ­დე, ქა­ლა­ქე­ლი ვარ. ბირ­ჟა­ზეც ვი­დე­ქი, სკო­ლა მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, მე­რე იყო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ახ­ლა 78 წლის ვხვდე­ბი, ბო­ლომ­დე ავ­ლაბ­რე­ლად დავ­რ­ჩი. ჩემს თავს "შა­ლა­ხოს" ვე­ძა­ხი, ავ­ლა­ბა­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩე­მი ერ­თი ვა­ჟი ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე - სა­ბურ­თა­ლო­ზე, ორი­ვემ გა­ა­კე­თა ჩემ­თ­ვის თი­თო ოთა­ხი, მაგ­რამ მე ვერ მი­ვა­ტო­ვე ჩე­მი მშობ­ლე­ბის სახ­ლი, სხვა­გან ვერ მივ­დი­ვარ. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იქ მარ­ტო ვცხოვ­რობ. ავ­ლა­ბა­რი და თბი­ლი­სი არის ჩემ­თ­ვის "წყალ­ში ვარ და ცეცხ­ლი მი­კი­დი­ა". თბი­ლის­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ერ­თი კვი­რა ვერ ვშორ­დე­ბი ჩემს თბი­ლისს. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, ამა­ზე უკე­თეს ად­გი­ლას სად წა­ვალ?

- ბა­ტო­ნო გე­ლა, დე­დი­სერ­თა ხართ?

- დე­დი­სერ­თა ვარ, კენ­ტად დარ­ჩე­ნი­ლი. ამით ძალ­ზე გულ­ნატ­კე­ნი ვარ. ამ­ბო­ბენ, დე­დი­სერ­თე­ბი ეგო­ის­ტე­ბი არი­ა­ნო, ამ ფრა­ზას არ ვე­თან­ხ­მე­ბი. სულ ვამ­ბობ, - შენ იყა­ვი ჩემ­ზე კარ­გად, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რად, მე ეს მინ­და. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რეს. მე ხომ "ტრა­კის ექი­მი" ვარ, მა­მა­ჩე­მი აკა­კი მუ­ხა­შავ­რია, ენ­ტო­მო­ლო­გი იყო, ტყე­ე­ბის ექი­მი. რო­ცა ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნია დაგ­ვეს­ხა თავს, მა­მა მთა­ვა­რი აგ­რო­ნო­მი იყო, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, არ ეკუთ­ვ­ნო­და ომ­ში წას­ვ­ლა, მაგ­რამ წა­ვი­და. მთე­ლი დი­ვი­ზია ტყვედ ჩა­ვარ­და და 5 წე­ლი სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში გა­ა­ტა­რა. წლე­ბი ისე გა­დი­ო­და, მა­მის წე­რი­ლი არ მო­სუ­ლა ფრონ­ტი­დან. 1945 წლის აპ­რი­ლი იყო, მახ­სოვს, სკო­ლა­ში ვი­ყა­ვი, დე­და­ჩე­მი თა­მა­რი მო­ვი­და და მა­ხა­რა, - უწყე­ბა მო­ვი­და, მა­მა ცოცხა­ლია და მა­ლე დაბ­რუნ­დე­ბაო. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მე და დე­დამ ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში სუ­რა­თი გა­და­ვი­ღეთ. რო­ცა მშობ­ლებს ვიხ­სე­ნებ, ცრემ­ლი წა­მო­მი­ვა ხოლ­მე. მა­მას 1947 წელს შევ­ხ­ვ­დი, მა­შინ 9 წლის ვი­ყა­ვი. ტყვე­ო­ბას თა­ვი და­აღ­წია, მაგ­რამ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და სტა­ლინ­მა მა­მა და­ა­ჭე­რი­ნა, 25 წე­ლი მი­უ­სა­ჯეს, 8 წე­ლი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა. მახ­სოვს, მა­შინ დე­და­მაც შეკ­რა ბარ­გი, ვხვდე­ბო­დი, მა­საც ეში­ნო­და და­ჭე­რის. ამა­ზე ჩემ­თან არ სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, დე­და­ჩემს თუ და­ი­ჭერ­დ­ნენ, მე რა უნ­და მექ­ნა? ბე­ბი­ას­თან უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი თუ დე­დას გავ­ყ­ვე­ბო­დი? დე­და გა­დარ­ჩა. მა­მა ცი­ხი­დან წე­რი­ლებს გვწერ­და.

ერ­თხელ მომ­წე­რა, რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნა ექიმ­მა რაჟ­დენ ცი­ხი­სელ­მა. მან მა­მას ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა. მირ­ჩევ­და, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ადა­მი­ა­ნებს სულ გა­მო­ად­გე­ბიო. მა­მა სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან, მე­რე მი­სი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც მოხ­და, 6 თვის ხელ­ფა­სი და­უბ­რუ­ნეს და ისევ და­უბ­რუნ­და თა­ვის საქ­მეს, მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კვლე­ვის ინ­ს­ტი­ტუტს. 17 წლი­სა ვი­ყა­ვი, მა­მა ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვი­და. ფიზ­კულ­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, ბევრს ვმე­ცა­დი­ნე­ბო­დი, მა­მა სულ მირ­ჩევ­და ექი­მო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ი­თა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ფიზ­კულ­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მა­შინ­დე­ლი რექ­ტო­რი, ალექ­სან­დ­რე ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, მხსნე­ლად მო­მევ­ლი­ნა. მან ჯან­დაც­ვის მა­შინ­დელ მი­ნის­ტ­რ­თან, და­ვით მა­მამ­თავ­რიშ­ვილ­თან მი­შუ­ამ­დ­გომ­ლა, იმან კი­დევ ჯან­დაც­ვის სა­კავ­ში­რო მი­ნის­ტ­რ­თან და და­უშ­ვეს პრე­ცე­დენ­ტი. მე­სა­მე­კურ­სე­ლი გე­ლა მუ­ხა­შავ­რია სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი გავ­ხ­დი.

- პროქ­ტო­ლო­გო­ბა რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ?

- სა­მე­დი­ცი­ნო რომ და­ვამ­თავ­რე, და­ბა აგა­რა­ში ქი­რურ­გად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. სა­ა­ვად­მ­ყო­ფო ცენ­ტ­რა­ლურ მა­გის­ტ­რალ­ზე იყო და ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი ბევ­რი ავად­მ­ყო­ფი შე­მოჰ­ყავ­დათ, ბევ­რი გა­და­მირ­ჩე­ნია. მთა­ვა­რი ქი­რურ­გი ავად გახ­და, მა­შინ ბა­ქო­ში ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქი­რურ­გ­თა ყრი­ლო­ბა ტარ­დე­ბო­და და გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ მე გა­მიშ­ვა. იქ გა­ვი­ცა­ნი ქი­რურ­გე­ბი. შე­მომ­თა­ვა­ზეს, იქ­ნებ ჩა­მოხ­ვი­დე მოს­კოვ­შიო. პროქ­ტო­ლო­გია მა­შინ უცხო იყო, რო­გორც დარ­გი არ არ­სე­ბობ­და, მო­მე­წო­ნა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და წა­ვე­დი. მოს­კოვ­ში 5 წე­ლი ვის­წავ­ლე. იქ და­ვე­უფ­ლე ამ პრო­ფე­სი­ას და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ვა­ფუძ­ნე პროქ­ტო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლი დარ­გია, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სწორ და მსხვილ ნაწ­ლავ­ში 22 სა­ხის და­ა­ვა­დე­ბაა და ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ებ­ში ნამ­დ­ვი­ლად არ არის. მე ვამ­ბობ, სიმ­სივ­ნის გარ­და, სხვა და­ა­ვა­დე­ბებს. მა­თი დი­აგ­ნოს­ტი­კა დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მკურ­ნა­ლო­ბა დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია. სულ ახალ­გაზ­რ­და ვი­ყა­ვი და მას მე­რე ვინ მოთ­ვ­ლის, რამ­დე­ნი ათა­სი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის გა­მი­კე­თე­ბია ოპე­რა­ცია. ვხუმ­რობ, 44 წე­ლია, "ტრა­კის ხა­ზე­ი­ნი" ვარ-მეთ­ქი. მარ­თ­ლა უსაზღ­ვ­როდ ვარ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ვამ­ბობ ხოლ­მე, - პროქ­ტო­ლო­გი­ავ, შე­ნი ტყვე ვარ. სწო­რი ნაწ­ლა­ვი ჩემ­თ­ვის, გუ­ლის, ფილ­ტ­ვის, დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი. ჩემ­თ­ვის ტრა­კი გუ­ლია. ეს არის ორ­გა­ნო, რო­მელ­საც დი­დი ჯა­ფა ად­გას და პა­ტი­ვი უნ­და ვცეთ.

- ალ­ბათ პა­ცი­ენ­ტებს ეუხერ­ხუ­ლე­ბათ თქვენ­თან მოს­ვ­ლა.

- ეს ად­რე იყო, ერ­თხელ ქა­ლი შე­მო­ვი­და კა­ბი­ნეტ­ში და იპ­რან­ჭე­ბო­და, ვერ გა­ვიხ­დიო. ვუთხა­რი, - მა­შინ მე გა­ვიხ­დი, და­გა­ნახ­ვებ ჩემს უკა­ნალს და მე­რე შენ გა­ი­ხა­დე-მეთ­ქი. ეს რომ გა­ი­გო, მა­შინ­ვე გა­ი­ხა­და. ახ­ლა უკ­ვე ისე მი­ეჩ­ვია ხალ­ხი, კომ­პ­ლექ­სი აღარ ტან­ჯავთ. ეს ერ­თ­გ­ვა­რად რე­გი­ო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაც არის. ცხა­რე საკ­ვებს ვინც ჭამს, მეგ­რე­ლე­ბი და გუ­რუ­ლე­ბი ხში­რად მო­დი­ან. ვხუმ­რობ ხოლ­მე, ნუ ეტა­ნე­ბით ცხა­რეს, მჟა­ვეს და "ფეთ­ქე­ბად" ნივ­თი­ე­რე­ბებს, გა­უფ­რ­თხილ­დით სწორ ნაწ­ლავს. ჩვენ­ში თით­ქ­მის 97%-ს აქვს ეს და­ა­ვა­დე­ბა, მაგ­რამ ბევ­რი მა­ლავს. ბო­ლოს, რომ და­ულ­პე­ბათ ერ­თი ად­გი­ლი, მე­რე მო­დი­ან. რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ჩემ­თ­ვის, ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნოა? ჩე­მი სლო­გა­ნია: ექი­მი მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს, მუდ­მი­ვად უნ­და ფიქ­რობ­დეს პა­ცი­ენ­ტ­ზე და არა - ფულ­ზე. დღეს ექი­მო­ბა ბიზ­ნესს გა­უ­ტოლ­და, ეს სა­ზიზღ­რო­ბაა. ექი­მი შუ­ა­მა­ვა­ლია ღმერ­თ­სა და პა­ცი­ენტს შო­რის, არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კულ­ტუ­რა და­ბა­ლია, რცხვე­ნი­ათ ექიმ­თან მის­ვ­ლა, რა­ტომ გრცხვე­ნი­ათ, არ მეს­მის, ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნოა? ეს მარ­თ­ლა ჩემ­თ­ვის გუ­ლია.

- თქვენ­მა შვილ­მაც ეს გზა აირ­ჩია...

- ჩე­მი შვი­ლი, გია მუ­ხა­შავ­რია ჩემს გზას გაჰ­ყ­ვა და კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტია. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, ქი­რურ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო და რა­დი­ო­ლო­გი­ა­ში გავ­გ­ზავ­ნე, იქ 5 წე­ლი იმუ­შა­ვა, მაგ­რამ მე­რე ჩემ­თან მო­ვი­და და ძა­ლი­ან მთხო­ვა, ქი­რურ­გო­ბა მინ­დაო. ახ­ლა ჩემ­ზე მე­ტი იცის და მეტს მუ­შა­ობს. კი­დევ მყავს ერ­თი კარ­გი ქა­ლი პროქ­ტო­ლო­გი, მაია ქა­რა­ბა­კი. მო­ვი­და ჩემ­თან, ახალ­გაზ­რ­და ქი­რურ­გი გო­გო­ნა და მო­ინ­დო­მა პროქ­ტო­ლო­გო­ბა. მო­ვი­და მოკ­ლე კა­ბით, მა­შინ გა­ვე­ხუმ­რე, ეს რა ჩა­გიც­ვამს-მეთ­ქი და მას მე­რე შარ­ვ­ლით და­დის. მოკ­ლე, პა­ტა­რა კა­ბა შე­ვა­კერ­ვი­ნე და ეს კა­ბა ჩემს ოთახ­ში მი­კი­დია. ორი შვი­ლის მა­მა ვარ, მყავს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. ჩე­მი მე­ო­რე ვა­ჟი, კა­ხა მუ­ხა­შავ­რია პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კია. კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს. თვა­ლებ­ში შე­მომ­ცი­ცი­ნე­ბენ. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ფორ­მა­ში ვარ. 80 წლის იუბი­ლეს აღ­ვ­ნიშ­ნავ და ვალს მო­ვიხ­დი ერის წი­ნა­შე. ადა­მი­ან­მა უნ­და უპა­სუ­ხოს 3 კითხ­ვას: ვინ ხარ შენ, რა ად­გი­ლი გი­კა­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რის­თ­ვის არ­სე­ბობ?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია