თბილისის ანძაზე განათება პერიოდულად გაითიშება

თბილისის ანძაზე განათება პერიოდულად გაითიშება

თბილისის ანძაზე განათება მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლოა პერიოდულად გაითიშოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "სინათლის ქალაქში" განუცხადეს, აღნიშნული სამუშაოების გამო, გუშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანძა გამორთული იყო.

როგორც "სინათლის ქალაქში" განმარტავენ, ანძა გაითიშება იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა დადგება.

თბილისის ანძაზე განათების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს "სინათლის ქალაქი" იტალიურ კომპანიასთან ერთად ახორციელებს.

სანათები თითქმის უკვე სრულად შეცვლილია და მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები. როგორც "სინათლის ქალაქში" აცხადებენ, უახლოეს პერიოდში თბილისს ექნება სრულიად ახლებურად განათებული ანძა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია