კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე 50 000 დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე 50 000 დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა მაისურაძე 50 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღებისთვის დააკავეს. გამგებლის მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნანა მაისურაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. "საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი აიღო", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათი ინფორმაციით, კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ