"სუს-ი ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს" - რა ინფორმაციას ფლობს "ნაციონალური მოძრაობა"

"სუს-ი ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს" - რა ინფორმაციას ფლობს "ნაციონალური მოძრაობა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სუს-ი ალეკო ელისაშვილის ცემას გეგმავს. ამის შესახებ ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სუს-ის მაღალჩინოსნისგან მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად, გოგაშვილის უწყება ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს. მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც მისი ქმედებებით გამწარებულია, გეგმავს, რომ ელისაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდეს. აპირებენ, რომ ის სცემონ. ამას, ისევე როგორც ძალიან ბევრ სიბინძურეს, გოგაშვილი გეგმავს. მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი. სამწუხაროდ, მისი გვარი არ ვიცით", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საქმე უნდა გახსნას, ხოლო ნუკრის მიაცემინებენ ჩვენებას, რომ ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მითითებით მოქმედებდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ხელი აიღეთ ასეთი ტიპის ანგარიშსწორებაზე, რადგან ეს ვერ მოაგვარებს იმ საქმეს, რომ ბესელია და კობახიძე მექრთამეები და ნარკობარიგების მფარველები არიან", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის ბრიფინგის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."