ლევან ვასაძე 18 წლამდე ქორწინების კანონით აკრძალვას არასწორად მიიჩნევს

ლევან ვასაძე 18 წლამდე ქორწინების კანონით აკრძალვას არასწორად მიიჩნევს

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ქორწინების 18 წლამდე კანონით აკრძალვა არასწორად მიაჩნია. როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუკი "ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ და მშობლებიც თანახმა არიან, კანონი მათ ქორწინებას არ უნდა უკრძალავდეს".

"მე, როგორც 7 შვილის მამას, მიმაჩნია, რომ ერთი მხრივ, ნაადრევია 18 წლამდე ოჯახის შექმნა. მშობლების თანხმობა, ამ შემთხვევაში სრულიად მართებულ რამედ მიმაჩნია, თუმცა მეორე მხრივ, კანონით ამის აკრძალვა არასწორია. თუ ახალგაზრდებს ეს უნდათ და მშობლებიც თანახმა არიან, კანონით ამის აკრძალვა მიმაჩნია არასწორად, რადგან ეს არის მათი უფლებების დარღვევა", - განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, "ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც ოჯახური გამრავლებისკენ არის მიმართული და ყველაფერს ახალისებენ, რაც ამას ეწინააღმდეგება".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია