მოტივაცია თუ სტრესი? - დავით კენჭაძე "ადამიანების მართვის" ხელოვნებაზე

მოტივაცია თუ სტრესი? - დავით კენჭაძე "ადამიანების მართვის" ხელოვნებაზე

ამ სტატიაში ვისაუბრებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - ადამიანების მართვაზე. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება. ერთი მოსაზრების თანახმად, თანამშრომლები უნდა მართოთ მოტივაციით, მეორე მოსაზრების მიხედვით კი, შედეგების მისაღწევად თანამშრომლები უნდა გყავდეთ შიშის ქვეშ. არსებობს მესამე, ალბათ ყველაზე კარგი ალტერნატივაც: როდესაც გუნდის ყველა წევრი იმ დონის პროფესიონალია, რომ ისინი საკუთარი თავის მოტივაციას თვითონ ახდენენ და შენი, როგორც ხელმძღვანელის ამოცანაა მოახერხო და როგორმე არ გახადო ეს ადამიანები დემოტივირებულები. მართალია იშვიათად, მაგრამ პრაქტიკაში ესეთი გუნდის "შეკვრა" მაინც შესაძლებელია მცირე ზომის კომპანიებში მაინც, სხვა შემთხვევაში კი მენეჯმენტი პირველი ორი ალტერნატივის წინაშე დგას.

დავიწყოთ საუბარი სტრესით მმართველობის შესახებ, ამ მეთოდის მიმდევარი მენეჯერების აზროვნება ესეთია - თანამშრომლები უნდა მუშაობდნენ სტრესში, მუდმივად უნდა ეშინოდეთ, რომ მათ მისცემენ საყვედურს, დააჯარიმებენ, შეუმცირებენ ხელფასს ან უბრალოდ გაუშვებენ სამსახურიდან. როდესაც ადამიანი მუშაობს ასეთი განწყობით, ის უფრო ფოკუსირებულია საქმეზე და არ ფიქრობს სხვა რამეზე გარდა შედეგისა, რომლის მიუღწევლობის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ გატარდება ზემოთ აღწერილი სანქციები. ამასთან, ასეთ დროს ხელმძღვანელი სარგებლობს უფრო მეტი ავტორიტეტით, თუმცა ჩემი აზრით ადამიანს პატივს უნდა სცემდნენ არა თანამდებობის, არამედ მისი პიროვნების გამო. პირადად მიმუშავია ასეთ გარემოში და გეტყვით, რომ ეს საშინელებაა. არაფერი არ ამცირებს ადამიანის მოტივაციას ისე, როგორც ზემოთ აღწერილი მიდგომა, სტრესი და დაძაბულობა. გახსოვდეთ, რომ კომპანიის წარმატებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია თანამშრომლები, მათი გუნდურობა, მოტივაცია და რა თქმა უნდა, ენთუზიაზმი.

თანამშრომლების მოტივაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმატების მისაღწევად. წარმოიდგინეთ რა მაგარია ისეთ გუნდთან მუშაობა, რომელიც ბოლომდე მოგყვება, დგას შენს გვერდში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. პირადად ჩემი მოსაზრებით, კომპანია და თანამშრომლები უნდა იყვნენ მოტივირებულნი და არა დაშინებული იმისათვის, რომ მათ უფრო ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები. მართალია ზემოთაღწერილი მიდგომის საწინააღმდეგოდ ასეთ შემთხვევაში უფროსს არ უყურებენ, როგორც რაღაც "საოცრებას", არამედ აქვთ მასთან ურთიერთობა, როგორც ჩვეულებრივ კარგ ადამიანთან (საერთოდ რა საჭიროა ქედმაღლობა). რა არის მოტივაცია? - ის ყველაფერია კომპანიისათვის. როგორც კარგმა მენეჯერმა, თქვენს თანამშრომლებს უნდა შეუქმნათ იდეალური სამუშაო გარემო. პირველ რიგში, ეს მენეჯმენტის ზოგად წესებთან არის ასოცირებული, ხოლო მეორე ეტაპზე არის უბრალოდ შიდა გარემო. გისურვებთ, რომ ყველას მაქსიმალურად მოტივირებული თანამშრომლები გყავდეთ. მათი დახმარებით თქვენი გუნდი უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობს.

წაკითხეთ მეტი: www.davidkenchadze.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია